პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უპირატესობით, როგორიცაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობების გამო, გამოთვლითი ტექნიკა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა, რამაც, თავის მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
პირველი პერსონალური მიკროკომპიუტერი, სახელწოდებით"Altair", შეიქმნა 1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიაMITS დააარსა ედ რობერტსმა. ფაქტიურად, "Altair" წარმოადგენდა მიკროკომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებისგან. მას არ ჰქონდა კლავიატურა და მონიტორი. მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით. ამ კომპიუტერისთვის პროგრამების ინტერპრეტატორი ბეისიკი კი შექმნა კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელმა - ბილ გეიტსმა.
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა
ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი:Tandy, Commodore, Apple
II. განსაკუთრებით საყურადღებოა კომპიუტერი Apple, რომლის
პირველი მოდელი ორმა ახალგაზრდა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ
ვოზნეაკმა შექმნეს. 1976 წელს მათ დააარსეს კომპანია Apple
Computer, რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის
ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი
მოდელი Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და
საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფერადი გრაფიკით.
ამ მოდელს დიდი წარმატება ხვდაწილად. უკვე 1980 წელს Apple Computer-ის
შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
1979 წელს გამოვიდა Apple
II-ის მოდიფიცირებული მოდელი Apple II plus. ის წარმოადგენდა
უკვე საკმაოდ დახვეწილ პერსონალურ კომპიუტერს, რომელთანაც სპეციალური პლატების
მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების (საბეჭდი, დისკური მოწყობილობის,
ფერადი ტელევიზორის) მიერთება. Apple II plus-თვის შექმნილმა "ელექტრონული
ცხრილების" პირველმა პროგრამამ სახელწოდებით VisiCalc გადააქცია
ეს კომპიუტერი სერიოზულ ინსტრუმენტად (მცირე ფირმების ბუღალტერიის
წარმოებისათვის).
70-იანი წლების ბოლოს
პერსონალური კომპიუტერის გავრცელებამ გამოიწვია დიდი და პატარა ეგმ-ებზე
მოთხოვნილების შემცირება. ეს გახა IBM (Intelnational Business
Machines Corporation) ფირმის სერიოზული შეშფოთების საგანი და ამიტომ 1979 წლიდან
გადაწყვიტეს პერსონალური კომპიუტერების გამოშვება. კომპიუტერის მიკროპროცესორად
არჩეულ იქნა უახლესი Intel-8088მიკროპროცესორი;
ახალი პროცესორის გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის
შესაძლებლობები, რადგან ის მუშაობდა 1 მბტ. მეხსიერებასთან, ხოლო ყველა სხვა
კომპიუტერი იყო 64 კბტ. შეზღუდული მეხსიერებით. ამ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
შემუშავებულ იქნა ფირმა Microsoft-ის მიერ. 1981 წლის
აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერი IBM PC და ძალიან მალე დიდი
პოპულარობაც მოიპოვა. ერთი-ორი წლის შემდეგ IBM PC კომპიუტერმა წამყვანი
ადგილი დაიკავა კომპიუტერული ტექნიკის ბაზაზე და პერსონალური კომპიუტერის სტანდარტად
იქცა. დღეს ასეთი კომპიუტერები (IBM PC-თან თავსებადი) შეადგენენ მსოფლიოში
წარმოებული კომპიუტერების 90%-ს.
1983 წლს გამოვიდა IBM
PC XT კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი "ვინჩესტერი"და
1985 წელს კი გამოვიდა IBM PC AT ახალი Intel-80286 პროცესორის
ბაზაზე. იგი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მალე სხვა ფირმებმაც
დაიწყეს IBM PC- თან თავსებადი კომპიუტერების წარმოება, რომლებსაც
უფრო იაფად ყიდნენ. ზოგიერთმა ფირმამ უფრო სწრაფად "აითვისა" ტექნიკური მიღწევები,
ვიდრე IBM-მა. ახალი კომპიუტერი Intel-80386-მა, პროცესორით
გამოუშვა უკვე არა IBM-მა
არამედ ერთ-ერთმა სხვა ძლიერმა კომპანიამ ასე, რომ IBMMფირმამ
დაკარგა ლიდერის როლი და გახდა ერთ-ერთი სხვა ფირმებს შორის.
ამრიგად, დასახელება " IBM
PC" სულაც არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი ამ ფირმის მიერ არის დამზადებული.
დღეს ამ ტიპის კომპიუტერების უმეტესობა იწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც
მათი წარმოება უფრო იაფია.
IBM PC ტიპის კომპიუტერების განვითარება ხდება სხვადასხვა
ფირმის მეშვეობით, თუმცა IBM-ის ფირმა
მაინც რჩება ყველაზე დიდ მწარმოებელ ფირმად. კომპიუტერები Intel-80386X,
80486, Pentium პროცესორებით Super-VGA 800x600 და 1024x768 მინიტორებით
დაამზადა არაIBM-მა, არამედ სხვა ფირმებმა. IBM PC ტიპის
კომპიუტერების განვითარებაზე დღეს ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მიკროპროცესორების
- "კომპიუტერის ტვინის" მწარმოებელი Intel ფირმა და
ფირმა Microsoft, რომელმაც გამოუშვა ოპერაციული სისტემა MS
DOS, გრაფიკული გარსიWindows და სხვა მრავალი
პროგრამა IBM PC ტიპის კომპიუტერებისთვის.
No comments:
Post a Comment