კომპიუტერი, თავისი შესაძლებლობებითა და სარგებლიანობით ფართოდ
შეიჭრა
ადამიანის ცხოვრებაში, მისი მოღვაწეობისა და საქმიანობის ყველა სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ის თავიდან შეიქმნა მხოლოდ სამეცნიერო და სამხედრო მიზნებისათვის, მხოლოდ, როგორც გამომთვლელი მოწყობილობა.
კომპიუტერმა ისევე, როგორც საკომუნიკაციო სისტემებმა შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, მათი აზროვნებისა და ურთიერთობის სტილი, ეს კი ჯაჭვურად აისახება ყველაფერ იმაში, რასაც კი ადამიანი ეხება.
ის
რაც რამდენიმე ათეული წლის წინ ფანტასტიკის საგანი იყო,დღეს რეალობაა და ამაში გასაკვირი
არაფერია,რადგან ჩვენ ადამიანები ვხედავათ თუ როგორ და რა ტემპებით ვითარდება მაღალი
ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და წარმოადგენს ჩვენთვის სრულიად
გამჭვირვალე პროცესს.
კომპიუტერმა
დიდი ხანია გააბათილა ის სტერეოტიპი,რომლის მიხედვითაც ის თავისი სახელიდან გამომდინარე
(Computer-გამომთვლელი) წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ გამომთვლელ მანქანას და იარაღს
სხვადასხვა სამეცნიერო თუ საყოფაცხოვრებო დარგებში არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის.
რატომ გახდა კომპიუტერი ასე ახლობელი საგანი ადამიანთათვის?
იმიტომ რომ ის შეიცავს ისეთ რაღაცას რაც აქვს ყველა მატერიალურ საგანს, და რითაც
ფუნქციონირებს ეს საგანი, ეს არის ლოგიკა, მათემატიკური ლოგიკა - ენა მატერიალური სამყაროსი, ხოლო კომპიუტერში კი მათემატიკა ცოცხლდება და საგნობრივად ადაპტირებულ სახეს იღებს.
". . . ღმერთმა კარგად იცოდა მათემატიკა როცა სამყაროს ქმნიდა . . ."
შუა საუკუნეების ფილოსოფიიდან
კომპიუტერი
ყველაფერთან ერთად ექსპერიმენტალური დანადგარიცაა. იგი
აადვილებს ნააზრევის ექპერიმენტად განხორციელების პროცესს, რაც პატარ-პატარა
აღმოჩენების გაკეთებასთან ასოცირედება. ეს კი თავისებური აზარტია.
ასე
თუ ისე კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და თანამედროვე საზოგადოების
უმეტესობას დღეს კომპიუტერის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია.ამ თემაში კი შევეცდები
ზოგადად გაგაცნოთ ინფორმაცია კომპიუტერის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ.
No comments:
Post a Comment