ბევრი ცნობილი ავტორის წიგნში შეიძლება შეგხვდეთ საკითხი იმის შესახებ რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები თავისი ყველა განხრით, ეს იქნება ავტომატიზაცია, სიახლის შემოტანა, კომფორტის გაზრდა თუ სისტემის სხვაგვარი სრულყოფა გაცილებით სწრაფად ვითარდება ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია: ავტომობილები, მშენებლობა, მექანიზაცია და სხვა. ამის მიზეზი მარტვივია, Software Development-ი გაცილებით უფრო მოქნილი სისტემაა ვიდრე სხვა ნებისმიერი ტექნოლოგია, მაგრამ გაცილებით უფრო რთულად მოსახელთებელია ორგანიზების თვალსაზრისით ვიდრე დანარჩენი, გარდა ამისა თვითონ ის ფაქტი, რომ პროგრამულ ტექნოლოგიებს ადარებენ სხვა ტექნოლოგიებს, მიუთითებს იმაზე რომ პროგრამული ობიექტები ადამიანთა წარმოსახვაში აღიქმება როგორც რეალური "ხელით შეხებადი" ობიექტები და არა რაღაც არ არსებული აბსტრაქტული სუბსტანცია, რომელზედაც ლაპარაკი არ ღირს გარდა იმისა რასაც ვხედავთ ეკრანზე.
კომპიუტერი ერთდროულად არის კვლევის იარაღიც და კვლევის ობიექტიც.
ყველასათვის კარგად არის უკვე ცნობლი, რომ მისი საშუალებით ტარდება სერიოზული
სამეცნიერო ექსპერიმენტები და ეს ექსპერიმენტი არაა აუცილებელი ჩატარდეს მაინცდამაინც ბიოქიმიაში ან გენურ ინჟინერიაში;კომპიუტერის დაბადებიდან აწუხებს ადამიანს, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტოტექნიკის საკითხები და დღეს უკვე დიდი მიღწევებია ამასთან დაკავშირებით: არსებობს ექსპერიმენტები სადაც მიმდინარეობს რამოდენიმე რობოტის თანაარსებობის შედეგად მათ შორის ურთიერთობების თვითჩამოყალიბების პროცესები(პრიორიტეტების განსაზღვრა, თანამშრომლობადა სხვა). ეს არ არის ფანტასტიკა ან მისტიკა, არამედ ეს არის უბრალოდ მეცნიერება, ადამიანისათვის ჯერ კიდევ თითქმის მთლიანად გააზრებად სამყაროში.
ასე რომ, ერთის მხრივ კომპიუტერის მხოლოდ, როგორც პოტენციურად შემოქმედებით არსებად მიღება და მეორეს მხრივ კომპიუტერის მხოლოდ, როგორც გასართობი დანადგარად მიღება არის ილუზიის ნაყოფი და ამ ყველაფერში ბოლომდე გარკვევა კიდევ დროს და რევოლუციურ ცვლილებებს მოითხოვს კომპიუტერულ სამყაროში და ამაში არც არაფერია უჩვეულო, რადგან ილუზიები ყოველთვის ტანჯავენ ადამიანებს.
იმედია ცოტათი მაინც საინტერესო იყო ჩემი ნაშრომი,პირადად მე ამ თემაზე მუშაობისას ბევრი ახალი და საინტერესო რამ გავიგე,რაც მანამდე უცნობი იყო ჩემთვის.ვთვლი რომ ეს შრომა უნაყოფოდ არ ჩაივლის.
No comments:
Post a Comment